ვიდეო: როგორ იხსენებენ მიშა გომიაშვილს ჟანრი ლოლაშვილი და ალეკო მახარობლიშვილი: „იცით, როგორი კაცი იყო? ვერ მოათვინიერებდი…“

ჯანრი ლოლაშვილი და ალეკო მახარობლიშვილი მიშა გომიაშვილს იხსენებენ „პოსტივის“ დილის ეთერში.

ჟანრი ლოლაშვილი: 

„ეს სახელი და გვარი ჩემში ღიმილს იწვევს. ეს ღიმილი ნაღდად ეკუთვნის ამ კაცს. თავისი ცხოვრების შინაგანაწესით… ძალიან ხშირად იყო მოწყენილი, ფიქრიანი. ეს უბრალო რაღაც არ არის. ფიქრიანი ადამიანი სულ სხვა მოვლენაა. ასეთ რამეს არ ველოდი… კალენდარული დღეები მისთვის განსაკუთრებული არ იყო. გახარებული და აღტაცებული მიშა არ მინახავს…“

ალეკო მახარობლიშვილი: 

„განსაკუთრებული ურთიერთობა ურთიერთობა გვქონდა და მინდოდა მეთქვა, კიდევ ბევრი გვექნება-მეთქი, მაგრამ… საზოგადოებას მინდა ვთხოვო, რომ ეს ამბავი ვაივიშად არ გადავაქციოთ. სატირალი უკვე გუშინ ვიტირე, როცა გავიგე… 35 წელი ერთად ვიყავით მე და მიშა. 6-7- წელი სერიალს ვიღებდით, სადაც ღამითაც ერთად ვიყავით ხოლმე. კარგიც გვაქვს გასახსენებელი, უფრო მეტი და ცუდიც. სულ შაქარი და თაფლი არ ვიყავით არც მე და არც მიშა. კვირები არ ველაპარაკებოდით ერთმანეთს, ხელი არ დაგვირტყამს ერთმანეთი, დანარჩენი არ დაგვიკლია… გავიდოდა ორი კვირა და იცოდა შემორიგება, მეძახოდა, ლიოშ… ხმას დაიწვრილებდა ხოლმე, რას შვრებიო… მთელ ამ „ციგნობაში“ ძალიან სერიოზული რაღაცებიც გვაქვს გაკეთებული, დაწყებული სერიალებიდან, დამთავრებული სპექტაკლით… აქედან როგორ მოგეფერო მიშა, მაგრამ მოხდა ასეთი რამ… იცით, როგორი კაცი იყო? ვერ მოათვინიერებდი. არაფრით მისი გადაკეთება არ არსებობდა. ეტყობა, ამაში იყო მისი მთავარი ღირებულებაც და გაუფასურებაც. ამიტომ იყო ცოლების თემაც. ყველა კომპრომისზე მივდივართ, ის კი უკომპრომისო იყო…“