კარგია, რომ იზრდება თავდაცვის ბიუჯეტი 80 მილიონით, მაგრამ აბსოლუტურად არასაკმარისია. ჯერ კიდევ ათი წლის წინ რაც იყო ბიუჯეტი, ჩემი აზრით, იმასაც მინიმუმ 200 მილიონი სჭირდებოდა მომატება _ ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით სიხარულიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა.
კარგია, რომ იზრდება თავდაცვის ბიუჯეტი 80 მილიონით, მაგრამ აბსოლუტურად არასაკმარისია. ჯერ კიდევ ათი წლის წინ, რაც იყო ბიუჯეტი, ჩემი აზრით, იმასაც მინიმუმ 200 მილიონი სჭირდებოდა მომატება.მას შემდეგ ლარის კიდევ გაუფასურება მოხდა, ათი წლის წინ იყო 1.7 მილიონი და ახლა გახდა თითქმის 3 მილიონი. თავდაცვის ბიუჯეტის დოლართან მიმართება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ძირითადი შეიარაღების შესყიდვა გვიწევს დოლარში და არა – ლარში.
ძალიან მნიშვნელოვანია კრიტიკული შესაძლებლობების განვითარება საქართველოსთვის, ეს არის პირველ რიგში საჰაერო თავდაცვა, საჰაერო თავდაცვის მიმართ გვჭირდება ფუნდამენტური, მრავალწლიანი პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს თავდაცვის თანმიმდევრულ განვითარებას. მერე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ანტისატანკო შესაძლებლობები. მესამე, ლოჯისტიკური საკითხები. ომმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა რაოდენ მნიშვნელოვანია ლოჯისტიკური საკითხები. მეოთხე, თანამედროვე კონცეფციები და მათი დანერგვა სამეთაურო რგოლების განათლებაში და ასევე ყბადაღებული ვერტმფრენების პროგრამა, რომელიც პრაქტიკულად თითი თითზე არაა დადებული. საქართველო მთა-გორიანი ქვეყანაა და ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი“, – განაცხადა დავით სიხარულიძემ.