გოგაშვილისგან არაფერ არახალს არ ვიგებთ, ეს ყველაფერი კამპანიისთვის არის მოგონილი – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ განაცხადა.
“არაფერ ახალს არ ვიგებთ გოგაშვილისგან. მთელმა საზოგადოებამ, ვინც ადევნებს ამას თვალყურს და ოდნავ მაინც პოლიტიკური მიკერძოების გარეშე შეხედავს ამას, ეს ყველაფერი იცის წლებია, რომ ეს ყველაფერი მოგონილი არის კამპანიისთვის და უკანონო მეთოდებით ხდება მერე მანიპულირება ამ ყველაფრის. უბრალოდ, როდესაც ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი ამას ადასტურებს, ეს კიდევ ერთხელ იმსახურებს ყურადღებას. ეს არის ერთი სერიოზული ნაწილი, იმ უზარმაზარი პრობლემებისა, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმი წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის” _ განაცხადა გიგა ბოკერიამ.