გიორგი ვაშაძე: პაპუაშვილი არის არაფრის მაქნისი მარიონეტი

პაპუაშვილი არის არაფრის მაქნისი მარიონეტი, რომელიც დასვეს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე, მხოლოდ იმიტომ, რომ შეასრულოს ყველა დავალება _ ამის შესახებ პარტია “სტრატეგია აღმაშენებელის” თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

“ვინ ეკითხება პაპუაშვილს, ვის აირჩევს სახალხო დამცველად. პაპუაშვილი არის არაფრის მაქნისი მარიონეტი, რომელიც დასვეს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე, მხოლოდ იმიტომ, რომ შეასრულოს ყველა დავალება. ერთ-ორ შეხვედრაზე ვარ მასთან ნამყოფი, მახსოვს, ელემენტარულ გადაწყვეტილებებსაც კი ვერ იღებდა შეთანხმების გარეშე საკუთარ თავზე. იცით როგორ გადაწყვეტილებას? – შეიძლება თუ არა შევიდე ხათუნა სამნიძის ნაცვლად ბიუროს სხდომაზე”- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.