ვხალისობ იმ ხალხზე, რომლებიც მთელი ცხოვრება ვაზს, ძროხას უყურებენ და მათი მოვლა არ იციან, მაგრამ კარგად ერკვევიან პუტინი რა დროს გამოიყენებს ბირთვულ იარაღს _ ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი საკუთარ ფეისბუქზე წერს.
“მაგრად ვხალისობ იმ ხალხზე, ვინც მთელი ცხოვრება ვაზს, ძროხას ან შეშის “ფეჩს” უყურებს და არც ვაზის მყნობა იცის, არც ძროხის მოწველა და არც “ფეჩის”ანთება, მაგრამ ზედმიწევნით ერკვევა თუ სად, როგორ და რა დროს გამოიყენებს პუტინი ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს. ოღონდ, უფრო სახალისოა მათი სახის ყურება რომ ჰკითხავ ტაქტიკური როგორია”_ წერს ოქრუაშვილი.