“ყველაფერი, რასაც კობახიძე აცხადებს, აბსოლუტური აბსურდია!” – შოთა აფხაიძე

მოსკოვში მოღვაწე ქართველი პოლიტოლოგი შოთა აფხაიძე  აგრძელებს რუსეთის ანალიტიკურ ცენტრებთან და მასმედიასთან თანამშრომლობას. ამჯერად მას აზრი “სოლოვიოვ-ლაივის” ერთ-ერთმა წამყვანმა, ინოკენტი შერემეტმა ჰკითხა. საუბარი შეეხო როგორც რუსი ტურისტების საქართველოში შევიწროების საკითხს, ისე ყბადაღებულ, ე. წ. “მეორე ფრონტს”.

“მე ეჭვი მაქვს, რომ კობახიძეს თავად სჯერა, რომ ამას გააკეთებს, ჯერ ერთი, ეს ანტიკონსტიტუციურია. საქართველოს სუვერენიტეტს არ ეხება, რაც დაკავშირებულია უკრაინასთან.

ასეთი განცხადებებით საქართველოს მმართველი პარტიის წარმომადგენლები ეკეკლუცებიან დასავლეთს, თუმცა ამავე დროს, მათში ძალიან გაძლიერდა ევროსკეპტიციზმი ევროატლანტიზმის მიმართ სკეპტიციზმი. ყველაფერი, რასაც კობახიძე [ამ თემაზე] აცხადებს, აბსოლუტური აბსურდია.

როგორ შეიძლება ისეთ პლებისციტი ან რეფერენდუმი ჩატარდეს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციას, კანონს, საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება?!

… დესტრუქციული ოპოზიცია ახდენს მმართველი ძალის შანტაჟირებას, ბრალს სდებს მას, რომ თითქოს იგი იმართება კრემლიდან და ა. შ. მმართელი ძალაც, რომ აიცილოს თავიდან ბრალდებები, დროდადრო ასეთ პოპულისტურ განცხადებებს აკეთებს… თუმცა დასავლეთს ეს ფეხებზე ჰკიდია, სულ რომ იცეკვონ ბაიდენის და თეთრის სახლის წინ, შაპიტო მოაწყონ, ესენი დასავლეთს არ აწყობს, არამედ სააკაშვილისნაირი ხალხი აწყობს დასავლეთს, ულტრალიბერალური სისტემით, რუსეთისადმი და მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ მტრულად განწყობილით და ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ადამიანებით ხელისუფლებაში” – განაცხადა შოთა აფხაიძემ პირდაპირ ეთერში.

ვიდეოჩართვის სანახავად ამ თემაზე იხ. ბმული: СОЛОВЬЕВ LIVE , 39-ე წუთიდან.