აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა გეღარქუნიქის ოლქში რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო ძალების განლაგების პუნქტს საარტილერიო დარტყმა მიაყენა, – ინფორმაციას სომხური მედია რუსულ „ტელეგრამ“ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, გავრცელებული ფოტოებიდან ჩანს თავდასხმის შედეგად დაზიანებული რუსი მესაზღვრეების შენობა და ავტომობილი.
გავრცელებული ინფორმაციით, სამხედროებმა დისლოკაციის ადგილი სასწრაფოდ დატოვეს.