ტომას მიულერს ქურდებმა „ბარსელონასთან” მოგებაც და დაბადების დღეც ჩაუშხამეს

გუშინ, 13 სექტემბერს, „ბაიერნის” და „ბარსელონას” მატჩის მსვლელობისას, „ალიანს არენადან” 40 კმ-ით სამხრეთით მდებარე ტომას მიულერის სახლი გაქურდეს.

„ბარსელონასთან” მატჩში 2:0 გამარჯვების შემდეგ მიულერის პრესკონფერენციაზე არყოფნა გუნდის ხელმძღვანელობამ პირადი მიზეზებით ახსნა და ამას გაკვირვება არ გამოუწვევია, რადგან იცოდნენ, რომ 13 სექტემბერს მიულერის დაბადების დღეა. სინამდვილეში კი მიულერი მატჩის დასრულებისთანავე გაემგზავრა ოტერფინგის მუნიციპალიტეტში, სადაც მას და მის მეუღლე ლიზას ცხენთსაშენიც აქვთ.

ადგილობრივი პოლიცია „ბაირენის” ადმინისტრაციას მატჩის მსვლელობის დროს, მას შემდეგ დაუკავშირდა, რაც სიგნალიზაცია ჩაირთო და ადგილზე მისვლისას ბინის გატეხვის ფაქტი დააფიქსირეს.

ცნობილი გახდა, რომ მინიმუმ ორმა ქურდმა ისარგებლა სიბნელით და მინდვრების გავლით მიიმალა. არსებული ინფორმაციით სახლიდან წაღებული ნივთების ღირებულიება ნახევარი მილიონ ევროს ფარგლებშია