ჩარკვიანი მელიას მხარდამჭერებს: მიშას მომხრეებზე თავდასხმებით და “შავრაზმული სტილით” “ნაცმოძრაობა” განადგურდება

მიშას მომხრეებზე თავდასხმებით და “შავრაზმული სტილით” “ნაცმოძრაობა” განადგურდება, თუ ეგ არაა თქვენი მიზანი სუსტ თავმჯდომარესთან ერთად, – ასე მიმართავს პარტია “კანონი და სამართალის” ლიდერი, პარლამენტარი თაკო ჩარკვიანი “ნაცმოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას მხარდამჭერებს:

“ჩემი რჩევა იმ პარტიის (რომელსაც 2018 წლიდან განსაკუთრებით ვგულშემატკივრობ როგორც დასავლური ვექტორის მსხვილ ოპო. პარტიას და როგორც შემეძლო ბოლომდე გვერდით დავუდექი რა თქმა უნდა იდეის, სააკაშვილის და მაგარი ამომრჩევლის გამო, რომ არ დასუსტებულიყო. ახლა “ზოგიერთ აღტკინებულ” და მელიას უპირობო ზოგიერთ მომხრეს ვურჩევ გულწრფელად, კრიტიკის მიუღებლობით, მიშას მომხრეებზე თავდასხმებით, უზრდელობით ამ ” შავრაზმული სტილით” პარტია განადგურდება და 2016 წლის მდგომარეობაში აღმოჩნდება, ნუ თუ რასაკვირველია ეს არ არის თქვენი მიზანი თქვენს პოლიტიკურად სუსტ თავმჯდომარესთან ერთად!!!!

ისე შეგახსენებთ რომ თავად ნიკა მელია რომ დაიჭირეს ოპოზიცია (ჩემი ჩათვლით) ბევრად უფრო აქტიურები ვიყავით და ვიბრძოდით მისი თავისუფლებისთვის ხომ მართალს ვამბობ?! (მე პირადად ყველა პლატფორმა გამოვიყენე მაშინ) ჰოდა დასკვნა თავად გამოიტანოს მკითველმა რა ხდება, ახლა რატომ ასეთი უძრაობა, რა ხდება?!!!!! ცოტა დაფიქრება არ აწყენდა “ზოგიერთ” უვიცად კატეგორიულს და უზრდელს!!!!” – წერს თაკო ჩარკვიანი.