აგენტები რომ აღმოგვეჩინა, უნდა დაგვეჭირა, რაის აგენტები აღმოაჩინეს? – ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მისი სუს-ში მუშაობისას საგარეო საქმეთა სამინისტროდან კონტრდაზვერვაში გადმოგზავნილ ელჩად დასანიშნთა სიაში ორ აგენტურულ ბაზაში ირიცხებოდა, თუმცა გომელაურმა უთხრა, რომ „ორივეზე თანხმობა გაეშვა“.
„აგენტები რომ აღმოგვეჩინა, უნდა დაგვეჭირა, რაის აგენტები აღმოაჩინეს? ასე თუ ისე, იყო რაღაც თემები და ამ შემთხვევაში ვისზე საუბრობს, მართლა არ ვიცი. კონტრდაზვერვა თვლიდა ზოგიერთ კანდიდატზე, რომ მიზანშეწონილი არ არის. ვთქვათ, შეიძლება, რომ არ დაინიშნოს ამა თუ იმ ქვეყანაში, რადგან რაღაც მინუსი ჰქონდა ან იქ დიდი ხანი მუშაობდა. ასეთი რაღაც რომ ყოფილიყო, მაშინ დაიბლოკებოდა“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
შეგახსენებთ: 13 სექტემბერს გავრცელებულ მიმართვაში სოსო გოგაშვილმა განაცხადა, რომ სუს-ში მუშაობის პერიოდში, „კონტრდაზვერვაში სტანდარტულად გადმოიგზავნა ელჩად დასანიშნი კანდიდატების სია და აღმოჩნდა, რომ ორი მათგანი ირიცხებოდა აგენტურულ ბაზაში“