მრავალმილიარდიანი გლოვა და კორონაცია – რა უჯდება დიდ ბრიტანეთს დედოფალ ელისაბედის გარდაცვალება და ჩარლზის გამეფება

დიდი ბრი­ტა­ნე­თის დე­დო­ფა­ლი ელი­სა­ბედ II 8 სექ­ტემ­ბერს 96 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ლონ­დონს მი­ლი­არ­დო­ბით ფუნ­ტის გა­დახ­და მო­უ­წევს ყვე­ლა იმ აქ­ტი­ვო­ბის­თვის, რო­მე­ლიც დაკ­რძალ­ვას­თან, ეროვ­ნულ გლო­ვას­თან და ჩარლზ III-ის გა­მე­ფე­ბას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ასე­ვე სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა ბევ­რი ნივ­თის ჩა­ნაც­ვლე­ბა ელი­სა­ბე­დის სიმ­ბო­ლო­ე­ბით, მა­გა­ლი­თად, ბანკნო­ტე­ბი­სა და მო­ნე­ტე­ბის.

  • რა დაჯ­დე­ბა დაკ­რძალ­ვა

დე­დო­ფა­ლი ელი­სა­ბედ II შოტ­ლან­დი­ის ბალ­მო­რა­ლის ცი­ხე­სი­მაგ­რე­ში შუ­ა­დღით გარ­და­იც­ვა­ლა, თუმ­ცა ექი­მე­ბი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის გამო მას დი­ლი­დან აკ­ვირ­დე­ბოდ­ნენ. გარ­დაც­ვა­ლე­ბის ზუს­ტი მი­ზე­ზი არ სა­ხელ­დე­ბა.

ტე­ლე­არ­ხმა Sky News-ი, ექ­სპერ­ტე­ბის უახ­ლეს შე­ფა­სე­ბებ­ზე დაყ­რდნო­ბით, დე­დოფ­ლის გლო­ვის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის, დაკ­რძალ­ვი­სა და პრო­ტო­კო­ლის პრო­ცე­დუ­რე­ბის პირ­და­პი­რი ხარ­ჯე­ბი შე­ა­ფა­სა და ეს რი­ცხვი და­ახ­ლო­ე­ბით 12 მი­ლი­არ­დი ფუნ­ტი სტერ­ლინ­გი გა­მო­ვი­და. ჩარლ მე­სა­მის შემ­დგო­მი კო­რო­ნა­ცი­ის­თვის და­ახ­ლო­ე­ბით ერთი ამ­დე­ნი თან­ხა კი­დევ სა­ჭი­რო გახ­დე­ბა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ თა­ვის დრო­ზე, პრინ­ცე­სა და­ი­ა­ნას დაკ­რძალ­ვა­ზე, და­ახ­ლო­ე­ბით, 10 მი­ლი­ო­ნი ფუნ­ტი და­ი­ხარ­ჯა, უფრო მე­ტიც, The Insider-მა ის ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი დაკ­რძალ­ვე­ბის ათე­ულ­ში შე­იყ­ვა­ნა.

მაგ­რამ 12 მი­ლი­არ­დი ფუნ­ტი შე­იძ­ლე­ბა არც ისე მა­ღა­ლი რი­ცხვი ყო­ფი­ლი­ყო იმას­თან შე­და­რე­ბით, რისი გა­დახ­დაც ქვე­ყა­ნას ელი­სა­ბედ II-თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ყვე­ლა სიმ­ბო­ლოს შე­საც­ვლე­ლად მო­უ­წევს:

სა­უ­ბა­რია ე.წ. სა­მე­ფო შიფრ­ზე – მმარ­თვე­ლი მო­ნარ­ქის ასო მო­ნოგ­რა­მა­ზე. ის, ფაქ­ტობ­რი­ვად, ყველ­გან გვხვდე­ბა: თა­ნამ­შრო­მელ­თა ფორ­მა­ზე, ტრა­დი­ცი­ულ პო­ლი­ცი­ის ჩა­ფხუ­ტებ­ზე, სა­ტე­ლე­ფო­ნო ჯი­ხუ­რებ­ზე, სა­ფოს­ტო ყუ­თებ­ზე, მო­ქა­ლა­ქე­თა პას­პორ­ტებ­ზე, სა­ხელ­მწი­ფო და მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ნი­შან­ზე. შიფ­რი ორი ასოს­გან შედ­გე­ბა – მო­ნარ­ქის სა­ხე­ლი­სა და სქე­სის გან­მარ­ტე­ბა. გარ­დაც­ვლი­ლი დე­დოფ­ლის შიფ­რია ER (ელი­სა­ბედ რე­გი­ნა). ის უნდა შე­იც­ვა­ლოს CR-ზე (ჩარლზ რექ­სი).

ბრი­ტა­ნე­თის ბი­უ­ჯეტს ცალ-ცალ­კე მო­უ­წევს ფუ­ლის და­ხარ­ჯვა მთე­ლი ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის (მო­ნე­ტე­ბი, ბანკნო­ტე­ბი) და სა­ფოს­ტო მარ­კე­ბის გა­და­ბეჭდ­ვა­ზე, უკვე ჩარლზ III-ის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბით.

ჰიმნში სტრი­ქო­ნი God Save the Queen (“ღმერ­თო და­ი­ფა­რე დე­დო­ფა­ლი“) შე­იც­ვლე­ბა God Save the King-ით („God Save the King“). ამის შემ­დეგ ხე­ლახ­ლა და­ი­ბეჭ­დე­ბა ჰიმ­ნის ყვე­ლა ოფი­ცი­ა­ლუ­რი და არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ვერ­სია – სკო­ლის წეს­დე­ბი­დან პლა­კა­ტე­ბამ­დე.

  • ბრი­ტა­ნე­თის ცხოვ­რე­ბა და ეკო­ნო­მი­კა გა­ი­ყი­ნე­ბა

გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს ეკო­ნო­მი­კა ზა­რალ­დე­ბა ყვე­ლა სამ­თავ­რო­ბო უწყე­ბი­სა და სა­წარ­მოს და­ხურ­ვის გამო, თა­ნაც გა­ნუ­სა­ზღვრე­ლი ვა­დით (უახ­ლე­სი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩარლზ III-ის თხოვ­ნით გლო­ვა 7 დღე გაგ­რძელ­დე­ბა). ზა­რა­ლი დი­დია, რად­გან ლა­პა­რა­კია სა­ფონ­დო ბირ­ჟა­ზე, ბან­კებ­სა და სხვა სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბებ­ზე.

დე­დოფ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ, მუ­შა­ო­ბა ასე­ვე შე­ა­ჩე­რეს: ბრი­ტა­ნე­თის პარ­ლა­მენ­ტმა და შოტ­ლან­დი­ის, უელ­სი­სა და ჩრდი­ლო­ეთ ირ­ლან­დი­ის ავ­ტო­ნო­მი­ურ­მა სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ებ­მა.

დაკ­რძალ­ვის თა­რი­ღი “ეროვ­ნუ­ლი გლო­ვის დღედ“ გა­მო­ცხად­დე­ბა და მას ქვეყ­ნის სრუ­ლი ერ­თდღი­ა­ნი ეკო­ნო­მი­კუ­რი შფერ­ხე­ბა უკვე უწო­დეს.

2014 წელს, The Daily Telegraph-მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა სტა­ტია, სა­დაც მსგავ­სი ჩა­კეტ­ვა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს მშპ-ს პო­ტენ­ცი­ურ ზი­ა­ნად შე­ფას­და, რაც დღე­ში 2,5 -დან 5 მი­ლი­არდ ფუნ­ტამ­დე და­ნა­კარგს შე­ად­გენს.

8-წლი­ა­ნი ინფლა­ცი­ი­სა და გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­მე­ფო­ში მიმ­დი­ნა­რე ენერ­გე­ტი­კუ­ლი კრი­ზი­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით კი, ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი შე­საძ­ლოა, გა­ორ­მაგ­დეს.

ამ­რი­გად, გლო­ვის მხო­ლოდ მომ­დევ­ნო კვი­რა და­ახ­ლო­ე­ბით 35-დან 70-მი­ლი­არ­დამ­დე ფუნ­ტის ოდე­ნო­ბის ზა­რალს გა­მო­იწ­ვევს.