ნიკა მელია ირაკლი კობახიძეს: დიახ, ბევრი უ- შეგვესაბამება. მოდი, თქვენთვის შესაბამისი ასოს შერჩევა ამომრჩეველს მივანდოთ

დიახ, ბევრი უ- შეგვესაბამება. მოდი, თქვენთვის შესაბამისი ასოს შერჩევა ამომრჩეველს მივანდოთ. ამაზეც პლებისციტის ჩატარებაზე იფიქრე ვადამდელ არჩევნებთან ერთად, რომ უ-ვადოდ მოგიშოროთ, – ასე ეხმიანება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ ყველაფერი, რაც უ-ზე იწყება, ნიკა მელიას და მის პოლიტიკურ პარტიას მიესადაგება.

„კობახიძე ბრძანებს, რომ უსამშობლოს ჩვენ გვეძახდნენ და ჩვენ მათი ტერმინი შევუტრიალეთ.

კობახიძე ვერ ჩამოყალიბებულა – მე კაცის კაცი ვარ თუ მძულს და ვერ ვიტან მიხეილ სააკაშვილს.

ჰოდა, არაკაცის არაკაცო! უ-საშველოდ დიდია ჩვენი მორალური უ-პირატესობა და მზად ვართ უ-ნაკლოდ და უ-პატიოსნესად შევასრულოთ ქართველი ხალხის დავალება და უ-სწრაფესად და უ-ეფექტურესად მოგაშოროთ ქვეყნის მართვას.

დიახ, ბევრი უ- შეგვესაბამება. მოდი, თქვენთვის შესაბამისი ასოს შერჩევა ამომრჩეველს მივანდოთ. ამაზეც პლებისციტის ჩატარებაზე იფიქრე ვადამდელ არჩევნებთან ერთად, რომ უ-ვადოდ მოგიშოროთ”, – წერს ნიკა მელია.