სევეროდონეცკში აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

ქალაქი სევეროდონეცკი (ლუგანსკის სახალხო რესპ.) ძლიერ დაზარალდა გაზაფხულისა და ზაფხულის ბრძოლების დროს. მისი საცხოვრებელი ფართის ნახევარზე მეტი თითქმის მთლიანად განადგურებულია და აღდგენა შეუძლებელია.

ფოტოზე: ქართველი სპეციალური რეპორტიორი გულბაათ რცხილაძე სევეროდონეცკში, ივლისი 2022 წ.

 

ცივი ამინდების დადგომასთან ერთად, ქალაქში დარჩენილი მცირერიცხოვანი მოსახლეობა, შესაძლოა, ჰუმანიტარული კატასტროფაის წინაე დადგეს. ამ ფონზე, კომუნალური მეურნეობების პრიორიტეტული ამოცანაა გათბობის სეზონისთვის მოსამზადებლად სითბოს და წყალმომარაგების აღდგენა.

სევეროდონეცკის აღდგენის კიდევ ერთი მიმართულებაა საგანმანათლებლო დაწესებულებების შეკეთება. ამ დროისთვის უკვე დაგეგმილია ხუთი სკოლის რეკონსტრუქცია, ხოლო ფიოდორენკოს ქუჩაზე, 15-ე სკოლაში, უკვე აპირებენ სასწავლო პროცესის განახლებას.

სევეროდონეცკის სრულ აღდგენას უთუოდ წლები დასჭირდება. თუმცა, დაწყებული სამუშაოები მოსახლეობას იმედს აძლევს, რომ ადრე თუ გვიან ქალაქი მშვიდობიან ცხოვრებას დაუბრუნდება.

ნახეთ ვიდეოკადრები: