სიზმრად მეწვია მონატრებული, დაუვიწყარი ჩემი გია მაისაშვილი! მითხრა:
” ზოი, დიდ სოფელშიც არ მასვენებს სამშობლოზე ფიქრი. ნუ შეუშინდებით მტრებს, რომლებიც ეომებიან ჩვენს სამშობლოს, იმათი გეშინოდეთ-ვინც მეგობრობის ქურქში გახვეულნი ეპირფერებიან საქართველოს და გათითოკაცებულ ქართველებს”-ო.
ალბათ ეთანხმებით ამ რჩევას. მარტონი, უმნიშვნელო რამის გაკეთებას თუ შევძლებთ მომავლისათვის,საერთო ძალებით კი- მთებსაც გადავაადგილებთ!
მეგობრებო,გვახსოვდეს,რომ ძალა – ბრძოლის უნარია,ბრძოლა-სიყვარულის ხვედრია და ყველაფერი ის,რაც სიყვარულით აღმდგარა- უკვდავია,მარადია!!!
ჩვენს სამშობლოს ჩვენი ერთიანობა და ერთგულება სჭირდება! მივაგებოთ გული გულს, ხელი ხელს, მზისკენ შევტრიალდეთ და მაშინ….. ჩრდილს ვერ დავინახავთ!!!
ზოია მაისაშვილი; სოციალური ქსელი