ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებში „თბილისის აეროპორტი“ და „ბათუმის აეროპორტი“, არადეკლარირებული საქონლის შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, რუსეთისა და პაკისტანის მოქალაქეების ი.დ.-სა და ა.მ.-ს კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილი იქნა, ჯამში, 21 918,71 ღირებულების მობილური ტელეფონები.
უწყების ცნობით, საქართველოს საბაჟო კოდექსის 268-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, საერთო ჯამში 21 918,71 ლარი (საქონლის ღირებულების 100%) შეეფარდათ.