ვლადიმირ პუტინი და სი ძინპინი ერთმანეთს უზბეკეთში შეხვდებიან

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის ქალაქ სამარყანდში ჩავიდა, სადაც შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტს დაესწრება.

Reuters-ის ინფორმაციით, პუტინი უზბეკეთში ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრას გამართავს.

გავრცელებული ცნობით, პრეზიდენტების შეხვედრა ხუთშაბათს, დღის პირველ ნახევარში შედგება. ლიდერები რეგიონის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.