ალუდა ღუდუშაური – ირაკლი კობახიძეს არაფერი ეშლება, ვინმეს თუ რაიმე ეშლება, ეს არის მხოლოდ ოპოზიცია.
ირაკლი კობახიძეს არაფერი ეშლება და თუ ვინმეს რაიმე ეშლება, ეს არის მხოლოდ ოპოზიცია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.
როგორც ალუდა ღუდუშაურმა აღნიშნა, ირაკლი კობახიძე არის ამ ქვეყნის ღირსეული ვაჟკაცი, პატრიოტიზმით შეპყრობილი ადამიანი.
– “ოპოზიციას გადაეცით, ძალიან ცუდ დღეში ხართთქო, ირაკლი კობახიძემაც მოგიკითხათ და ალუდა ღუდუშაურმაცთქო, წერტილი. იმაზე საუბარი, რასაც ოპოზიცია აკეთებს, უბრალოდ, ამორალური და სირცხვილია. რასაც ოპოზიცია მთელი ამ ხნის განმავლობაში პროვოცირებდა, სწორედაც აქეთკენ გადადგმული ნაბიჯები იყო. ყველას მინდა, ვუთხრა, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს, განვიხილავთ როგორც ჩვენს დებს და ძმებს. გამორიცხულია, ჩვენ ღირსების მქონე ადამიანებმა, ჩვენს დებს და ძმებს როდისმე არათუ რაიმე ვესროლოთ, აგრესიით ველაპარაკოთ” – განაცხადა ღუდუშაურმა.
წყარო: ptn.ge