ქალაქ ბერდიანსკის ადმინისტრაციის , ხელმძღვანელის მოადგილე ოლეგ ბოიკო მეუღლესთან ერთად მოკლეს, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქ ბერდიანსკის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე, საბინაო და კომუნალური მომსახურების საკითხებში ოლეგ ბოიკო და მისი მეუღლე, ლუდმილა ბოიკო, რომელიც „რეფერენდუმის საქალაქო საარჩევნო კომისიას“ ხელმძღვანელობდა, თავიანთ ავტოფარეხთან მოკლეს.
მკვლელობის დეტალები ჯერჯერობით არ საჯაროვდება.