გერმანია მზად არის გახდეს ლიდერი ევროპის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფაში

გერმანია მზად არის, საკუთარ თავზე აიღოს ლიდერის როლი ევროპის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. “ბუნდესვერი უნდა გახდეს ევროპაში არაბირთვული თავდაცვის საფუძველი და ევროპაში ყველაზე კარგად აღჭურვილი არმია”, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა პარასკევს, 16 სექტემბერს ბერლინში ბუნდესვერის კონფერენციაზე.

შოლცის თქმით, ეს აუცილებელია პუტინის რუსეთის საფრთხის ფონზე. “პუტინის რუსეთი ამჟამად ყველაზე დიდი საფრთხეა ნატოსთვის. უკრაინის წინააღმდეგ ომის გზით, მძიმედ შეიარაღებული ატომური ძალა ცდილობს გადააკეთოს საზღვრები ევროპაში. თუ რუსეთი თავის გზას გაივლის, ევროპაში მშვიდობა დიდი ხნით დაიკარგება” , – განაცხადა ფედერალურმა კანცლერმა.

ოლაფ შოლცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანიის შეიარაღებული ძალები უნდა დაუბრუნდნენ ფუნდამენტურ ამოცანას – ქვეყნისა და ნატოს დაცვას. “ჩვენი ქვეყანა დიდი ხანია თავს არიდებს ბუნდესვერისთვის რეალური პრიორიტეტების დასახვას. ჭაბურღილების გაბურღვა, ჰუმანიტარული დახმარების დაცვა, წყალდიდობის შედეგების აღმოფხვრა, პანდემიის დროს ვაქცინაციისთვის ხელშეწყობა და მთავარი ამოცანაა ევროპაში თავისუფლების დაცვა!” – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

იგი კვლავ დაჰპირდა, რომ გერმანია შეასრულებს თავის ვალდებულებას, შეიტანოს თავისი მშპ-ს ორი პროცენტი თავდაცვის საჭიროებებში.

ოლაფ შოლცმა ასევე ისაუბრა ნატოს პარტნიორებთან თანამშრომლობის გაძლიერების სასარგებლოდ ახალი იარაღის სისტემების შემუშავებაზე. მან გამოთქვა მზადყოფნა, შეამსუბუქოს მკაცრი საექსპორტო შეზღუდვები გერმანიაში, რაც კრიტიკოსების თქმით, ხელს უშლის ამგვარი თანამშრომლობის გაფართოებას.