ლუგანსკის გენერალური პროკურორი საკუთარი კაბინეტში ააფეთქეს

ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის გენერალური პროკურორი, სერგეი გორენკო საკუთარ კაბინეტში ააფეთქეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

“წინასწარი მონაცემებით, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის გენერალური პროკურორი, სერგეი გორენკო საკუთარ კაბინეტში აფეთქების შედეგად მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა”,- ნათქვამია რუსული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გორენკოსთან ერთად მოკლულია მისი მოადგილე, ეკატერინა სტეგლენკო.

ამ დროისთვის უკრაინელებს საკითხზე კომენტარი არ გაუვრცელებიათ.