ნინო დოლიძე – შემდეგ კვირას გვეცოდინება სახალხო დამცველის კანდიდატურაზე კონკრეტული სახელები და გვარები

შემდეგ კვირას გვეცოდინება სახალხო დამცველის კანდიდატურაზე კონკრეტული სახელები და გვარები, გვსურს, რომ იყოს რამდენიმე კანდიდატი, რომელზეც ყველა ერთად შევთანხმდებით,- ამის შესახებ ISFED-ის ხელმძღვანელმა ნინო დოლიძემ ჟურნალისტებთან არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც სახალხო დამცველის კანდიდატის შერჩევის კრიტერიუმებზე იმსჯელეს.

როგორც დოლიძე განმარტავს, სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძელდება.

“დღეს გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული კონკრეტულ კანდიდატებთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე კონსულტაციები გრძელდება, შემდეგ კვირას გვეცოდინება სახალხო დამცველის კანდიდატურაზე კონკრეტული სახელები და გვარები. დღეს არ ვასახელებთ. გვსურს, რომ იყოს რამდენიმე კანდიდატი, რომელზეც ყველა ერთად შევთანხმდებით. აღნიშნულზე ფართო კონსენსუსი იქნება. მომავალი კვირისთვის ვაპირებთ დავასახელოთ კონკრეტული სახელები”,- აღნიშნავს დოლიძე.