გიორგი ძაგნიძემ, რომელმაც ქუთაისში, მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში რუსეთის დროშა აღმართა, სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა.
მას ქვეყანა დატოვებული აქვს, მასთან კომუნიკაცია სასამართლომ სოციალური ქსელის მეშვეობით დაამყარა.
ძაგნიძის ოჯახი აცხადებს, რომ მომხდარის გამო ისინი თავად დაზარალდნენ და აპირებენ, სასამართლოში იჩივლონ.