რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მისთვის ჩვეულ სტილში – კორექტულად, მშვიდად და საქმიანად ისაუბრა მეტად მნიშვნელოვან თემაზე – უკრაინის მიერ გახშირებულ დაბომბვებსა და ტერორისტულ აქტებზე.
“რუსეთი გარკვეულ დრომდე თავშეკავებით პასუხობს უკრაინის მიერ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებულ დარტყმებსა და ტერორისტულ აქტებს” – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ჟურნალისტების წინ უზბეკეთის ქალაქ სამარყანდში, შანხაის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში.
“სულ ახლახან რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა განახორციელეს ცალკეული მგრძნობიარე დარტყმები – ჩავთვალოთ ეს გაფრთხილებად. თუკი მომავალში ვითარება არ შეიცვლება, პასუხი კიდევ უფრო სერიოზული იქნება” – აღნიშნა პუტინმა.
მისი თქმით, სამხედრო სპეცოპერაცია გაგრძელდება და არ შეიცვლება.
“გენერალური შტაბი ოპერაციის მსვლელობისას ღებულობს ოპერატიულ გადაწყვეტილებებს, რაღაც მიიჩნევა საკვანძო საკითხად, რომლის ძირითადი მიზანია დონბასის მთელი ტერიტორიის გათავისუფლება. ეს სამუშაო გრძელდება, მიუხედავად უკრაინული არმიის კონტრშეტევის მცდელობებისა” – დაასკვნა პრეზიდენტმა.
უფრო დაწვრილებით იხილეთ ვიდეო: