გიგა ბოკერია: ნაცმოძრაობამ “ოცნებას” მიბაძა და სრულიად მიუღებელი ადამიანები სახეებად აქცია, მაგალითად გუბაზ სანიკიძე, თაკო ჩარკვიანი და ასე შემდეგ …
ნაცმოძრაობამ “ოცნებას” მიბაძა და გუშინ სრულიად მიუღებელი ადამიანები დღეს სახეებად აქცია, მაგალითად გუბაზ სანიკიძე, თაკო ჩარკვიანი! ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.
– “იმ კლიმატს, რაც ივანიშვილმა შექმნა ყველაფერი მოსულა! იმის ყიდვა, ამის წამოყვანა, იმისი გადაყვანა, გუშინ სრულიად მიუღებელი ადამიანის მიღება, ისე რომ არც ხსნი ამას, პოლიტიკური პარტიების ნაწილმა მიბაძა.
ყველაზე მკაფიოდ, ეს “ნაციონალურ მოძრაობაში” იყო, ასეთი ადამიანები გახდნენ სახე ამ კოგლომერატის. მაგალითად გუბაზ სანიკიძე, ის ხომ იყო განსახიერება ყველაფერი იმისა, რაც ვარდების რევოლუციას და მის რეფორმებს უპირისპირდება. ასევე თაკო ჩარკვიანი და ბევრია კიდევ ასეთი” – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.
წყარო: newposts.ge