“ნაწყენები არიან, 10 წელი რატომ ვერ ჩამოიცილეთ ეს ფულიანი კაციო” – გოცირიძე ბიძინაზე.
– “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, რომან გოცირიძე, “ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის” კვლევას ეხმიანება და ამბობს:
“10 წელია, მავნებლურ პოლიტიკას ეწევიან და გააღატაკეს ქვეყანა. აგერ პირდაპირ ღალატის გზას დაადგნენ, რუსეთის მხარეს არიან უკრაინასთან ომში.
ოპოზიციიის მიმართ უკმაყოფილებაზე შეიძლება, ვთქვათ, რომ ნაწყენი არიან, 10 წლის განმავლობაში რატომ ვერ ჩამოიცილეთ ეს ფულიანი კაცი, როგორ აპარპაშეთ და დროა, ვინმემ გაუშვათ მოუსავლეთში. ეს ასეც მოხდება.
წყარო: itv.ge