გაერო-ს 101-მა წევრმა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომლითაც ვოლოდიმირ ზელენსკის გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ვირტუალურად მონაწილეობის უფლება მიეცა.
გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის ასამბლეის 77-ე სესიაზე ვირტუალურ ფორმატში სიტყვით გამოსვლის ნება დართო.
შესაბამის რეზოლუციას გაერო-ს 101-მა წევრმა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, მათ შორის საქართველომ, შვიდმა წინააღმდეგ მისცა ხმა, კიდევ 19-მა თავი შეიკავა. მოწინააღმდეგეებს შორის იყვნენ რუსეთი და ბელარუსი.
მედიის ინფორმაციით, მანამდე გაერო-ში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვასილი ნებენზიამ განაცხადა, რომ ეწინააღმდეგება გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიაში უკრაინის ლიდერის დისტანციურად მონაწილეობას, რადგან მისი თქმით, ეს ყველანაირი წესების დარღვევაა.
წყარო: 1tv.ge