ელენე ხოშტარია: ოპოზიცია ვალდებულია სწორი დასკვნები გამოიტანოს და გადავიდეს ართანამშრომლობის ეტაპზე

რა თქმა უნდა, მოსმენები არ არის ახალი. საერთოდ, საქართველოს სახელმწიფოში, არც ის გაგვიკვირდა, რომ ჩვენ გვისმენენ – ამის შესახებ “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებტან განაცხადა.

“რა თქმა უნდა, მოსმენები არ არის ახალი. საერთოდ, საქართველოს სახელმწიფოში, არც ის გაგვიკვირდა, რომ ჩვენ გვისმენენ, მაგრამ რაც ჩვენ ვნახეთ შაბათს, ეს აღწევს გამაოგნებელ, ავადმყოფურ, მანიაკალურ მასშტაბს. ოპოზიცია, ჩემი აზრით, არის ვალდებული, სწორი დასკვნები გამოიტანოს და გადავიდეს არ თანამშრომლობის ეტაპზე. იმიტომ, რომ ნებისმიერი მიმართვა, სუსის ხელმძღვანელის მხრიდან, თითქოს ის გამოიძიებს თავის უკანონობას, სისხლის სამართლის დანაშაულს, არის ილუზია და ახანგრძლივებს ამ რეჟიმს”_ განაცხადა ელენე ხოშტარიამ.