გიგა ბოკერია: უკანონო მოსმენები ივანიშვილის დროს არ გაჩენილა, ჩვენ დროსაც იყო, მაგრამ შემაკავებელი ფილტრიც მოხსნეს ამათ და ყოფილ თანაგუნდელებსაც კი გაუსაჯაროეს კადრები

უკანონო მოსმენები ივანიშვილის დროს არ გაჩენილა, ჩვენ დროსაც იყო, მაგრამ შემაკავებელი ფილტრიც მოხსნეს ამათ და ყოფილ თანაგუნდელებსაც კი გაუსაჯაროეს კადრები, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგა ბოკერიამ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“ხელისუფლების ოპონენტთა მნიშვნელოვანი ნაწილისგან და ზოგჯერ მედიისგანაც ხდება ხელშეწყობა მეორე მხრის ნიაღვარის. ანუ აღრევა ხდება ამბების. როცა იძახი, რომ ასეთი მოღალატე რეჟიმ გვყავს და მერე მოლოდინები, რომ რატომ არ იწყებენ გამოძიებას თვითონვე იმ პოლიტიკაზე, რომელსაც წლებია ღიად ატარებენ. შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა, რომ სპეცსამსახურების უკონტროლობის, ან ფარული მოსენის ან კანონის დარღვევით მოსმენების და არეალეგიტიმურობის, არ გაჩენილა ივანიშვილის დროს. იქამდეც იყო და არ ყოფილა ეტაპი, როდესაც ეს აღმოფხვრილი იყო ინსტიტუციონალურად. წინა მთავრობის დროსაც, რომლის ნაწილიც მეც ვიყავი, ეს იყო დიდი პრობლემა, ოღონდ ამ რეჟიმმა საერთოდ გააქრო ლეგიტიმური სამიზნეები. ის კი არ არის, რომ მტერს ებრძვი და ამ ბრძოლაში გაუფართოვდათ ფოკუსი, რაც არ მართლდება, მაგრამ ახლა ხარისხობრივად საერთოდ სხვაგან წავიდნენ.

მეორე ამბავი ის არის, რომ ამ ხალხმა ის ფილტრიც მოხსნეს, რომელიც ნებისმიერ ვითარებაში შემაკავებელია ხოლმე ისეთი ტრადიციების ქვეყნებშიც კი, როგორიც საქართველო იყო. ამ რეჟიმმა ღიად მოახდინა მათ შორის მანიპულირებული, დადგმული პირადი ცხოვრების კადრების საჯაროდ გამოქვეყნება. საკუთარ ყოფილ თანაგუნდელებს გაუკეთეს ეს მორალური კატასტროფა,” – განაცხადა გიგა ბოკერიამ.