დიპლომატების მოსმენა, დიპლომატების თვალთვალი, ადრეც იყო ამაზე სკანდალი საქართველოში და ამაზე იყო ინფორმაცია. სამწუხაროდ, ისეთ მიჯნაზე ვართ მისული, რომ ჩვენგან არაფერი უკვირთ _ ამის შესახე „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, გიგი წერეთელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
„დიპლომატების მოსმენა, დიპლომატების თვალთვალი, ადრეც იყო ამაზე სკანდალი საქართველოში და ამაზე იყო ინფორმაცია. სამწუხაროდ, ისეთ მიჯნაზე ვართ მისული ჩვენ, რომ ჩვენგან არაფერი უკვირთ და დიდი სიახლე არაფერი არ არის, მაგრამ ძალიან სამწუხაროდ, ეს ყველაფერი იკრიბება იმ ნეგატიურ კალათაში, ფაილში, რომელიც საქართველოზე იქმნება. განსაკუთრებით ახლა, როცა დიდი ყურადღებაა ჩვენს ქვეყანაზე გამომდინარე უკრაინაში ომის და რეგიონული უსაფრთხოების გამო და მეორე, ევროინტეგრაციის ამ დაჩქარებული პროცესის გამო, სადაც ძალიან სამწუხაროდ საქართველო ჩამორჩა უკრაინას და მოლდოვას.
ჩვენ უფრო მაგარი მოსმენები შეგვიძლია თუ მაგალითად ფინეთს? ჩვენ უფრო მაგარი ტექნოლოგიები გვაქვს თუ დანიას? ყველგან მუშაობს სპეცსამსახური და კიდევ უფრო აქტიურად აბა ჩვენი სპეცსამსახური რას მუშაობს? სპეცსამსახურის მუშაობა ის არის, რომ აგენტურა გამოავლინოს, ოპოზიციას კი არ უნდა სდიონ, ვინ ვისთან დადის და ვინ ვისთან ჩაის სვამს ან ვინ ვის აკოცა წინა დღეს და ეს გადაიღონ, მათი ამოცანაა, რომ რუსეთს რომ ჰყავს გამოტენილი თავისი აგენტურით ქვეყანა, ერთია ადამიანიც არ არის გამოვლენილი და დაპატიმრებული ამ ათი წლის განმავლობაში“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.