ნათელაშვილს არ ვპასუხობ, მის გამონათქვამებს ნაკლებ ყურადღებას ვაქცევ, – ასე პასუხობს “ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე “ლეიბორისტების” ლიდერის შალვა ნათელაშვილის კრიტიკასთან დაკავშირებულ კითხვას
_ ლეიბორისტები“ გაკრიტიკებენ ხოლმე მწვავედ და რატომ გაჩნდა დაპირისპირების ასეთი ხაზი ამ ორ პარტიას შორის?
_ სად გამაკრიტიკეს?
_ ნათელაშვილმა ისიც კი თქვა, ჩხარტიშვილმა შეუქმნა პარტიაო.
_ მე არ ვპასუხობ, არ მაინტერესებს და ნაკლებ ყურადღებას ვაქცევ. იმიტომ, რომ ოპოზიციის ოპოზიცინერობა არის ყველაზე დიდი საქმე, რაც ქართულ ოცნებას შეიძლება გაუკეთო. ვწუხვარ, რომ ბატონი შალვა ემოციას ვერ იკავებს და ყველას მიმართ განაწყენებულის პოზიციიდან ლაპარაკობს. მაგ ინტერვიუში აბსოლუტურად ყველას და ყველაფერს თავზე გადაუარა, რაც კი საქართველოში არსებობს, მარტო ჩვენ არა. არ ვპასუხობ მას.