ირაკლი სესიაშვილი – მეწარმე მეუღლე, სოლიდური მემკვიდრეობა და პრემიერის მრჩევლობიდან აღებული 36 ათასი …

მეწარმე მეუღლე, სოლიდური მემკვიდრეობა და პრემიერის მრჩევლობიდან აღებული 36 ათასი – ირაკლი სესიაშვილის ოჯახი, ქონებრივი მდგომარეობა და მრავალფეროვანი ბიოგრაფია.

ირაკ­ლი სე­სი­აშ­ვი­ლი ერთ-ერ­თია პო­ლი­ტი­კუ­რი პი­რე­ბი­დან, ვინც ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად სა­უბ­რობს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე. არა­სო­დეს და­წე­რი­ლა მისი მე­უღ­ლი­სა შვი­ლე­ბის შე­სა­ხებ მე­დი­ა­ში.

პრო­ფე­სი­ით ფი­ლო­ლო­გი, ჟურ­ნა­ლის­ტი და სა­მო­ქა­ლა­ქო უფ­ლე­ბე­ბის დამ­ცვე­ლი სე­სი­აშ­ვი­ლი პო­ლი­ტი­კა­ში 2012 წელს მო­ვი­და, რო­დე­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მმარ­თვე­ლო­ბა “ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ” ჩა­ი­ბა­რა.

ირაკ­ლი სე­სი­აშ­ვილს საკ­მა­ოდ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ბი­ოგ­რა­ფია აქვს – 1995 წელს სე­სი­აშ­ვილ­მა და­ამ­თავ­რა ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტის და­სავ­ლეთ ევ­რო­პის ფა­კულ­ტე­ტი. 1996 წელს ჰა­ი­დელ­ბერ­გის უნი­ვერ­სი­ტე­ტის გერ­მა­ნის­ტი­კის ფა­კულ­ტე­ტი, 1997 წელს კი ჰამ­ბურ­გის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტე­ტი.

1995/1996 წლებ­ში იყო გერ­მა­ნუ­ლი ჟურ­ნალ „Kaukasische Post“-ის რე­დაქ­ტო­რი. შემ­დეგ მუ­შა­ობ­და ჟურ­ნალ “სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის” რე­დაქ­ტო­რად, იყო ასე­ვე სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის გერ­მა­ნუ­ლი ენის ლექ­ტო­რი…

სე­სი­აშ­ვი­ლი არის რამ­დე­ნი­მე წიგ­ნის ავ­ტო­რი, ესე­ნია: “ქარ­თუ­ლი ჯარი კა­ნონ­სა და სი­ნამ­დვი­ლეს შო­რის”, “წვე­ვამ­დელ­თა უფ­ლე­ბე­ბი”, “ჯა­რის­კაც­თა უფ­ლე­ბე­ბი”, “ოფი­ცერ­თა უფ­ლე­ბე­ბი”, “ჯარი და დე­მოკ­რა­ტია”, “სამ­ხედ­რო მომ­სა­ხუ­რე­თა უფ­ლე­ბე­ბი და ფუნ­და­მენ­ტუ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ნი ეუ­თოს ქვეყ­ნებ­ში”.

2012-2020 წლებ­ში იყო სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი. 2021 წლის 13 მა­ისს და­ი­ნიშ­ნა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მრჩევ­ლად თავ­დაც­ვი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში.

ოჯა­ხი:

ირაკ­ლი სე­სი­აშ­ვი­ლის მე­უღ­ლე თი­ნა­თინ კი­კი­ლაშ­ვი­ლია. წყვილს ორი ვაჟი ჰყავს – და­ვით და ლაშა სე­სი­აშ­ვი­ლე­ბი. და­ვით სე­სი­აშ­ვი­ლი და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლია, ჰყავს მე­უღ­ლე ელე­ნე გვა­სა­ლია. წყვილს ერთი შვი­ლი ჰყავს. და­ვით სე­სი­აშ­ვი­ლი სუს-ში იყო და­საქ­მე­ბუ­ლი. ირაკ­ლი სე­სი­აშ­ვი­ლის 2020 წლის დეკ­ლა­რა­ცი­ი­დან ირ­კვე­ვა, რომ მის­მა ვაჟ­მა სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ო­ბი­სას 2019 წელს 10 405 ლარი მი­ი­ღო.

სე­სი­აშ­ვი­ლის მე­უღ­ლე სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი. ასე­ვე მისი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი­დან ვი­გებთ, რომ კი­კი­ლაშ­ვი­ლი მხატ­ვრო­ბით არის გა­ტა­ცე­ბუ­ლი. “ფე­ის­ბუქ­ზე” ხში­რად აქ­ვეყ­ნებს სა­კუ­თა­რი ნა­ხა­ტის ფო­ტო­ებს.

შვი­ლის სკან­და­ლი:

2017 წელს ირაკ­ლი სე­სი­აშ­ვილს შვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­მარ­ტე­ბე­ბის გა­კე­თე­ბა მო­უ­წია. საქ­მე იმა­შია, რომ მა­შინ “ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ” გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ და­ვით სე­სი­აშ­ვი­ლი ქურ­დო­ბის საქ­მე­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და და პრო­კუ­რა­ტუ­რამ, ირაკ­ლი შო­თა­ძის უშუ­ა­ლო ჩა­რე­ვის შე­დე­გად, ეს საქ­მე სა­ერ­თოდ მიჩ­ქმა­ლა. საქ­მე ეხე­ბო­და 2015 წლის 5 მარტს, ავ­ტო­მან­ქა­ნი­დან ხელ­ჩან­თის ქურ­დო­ბის ფაქტს. ენმ-ს მიერ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბი­დან მა­ლე­ვე პრო­კუ­რა­ტუ­რამ საქ­მის დე­ტა­ლე­ბი გა­ა­სა­ჯა­რო­ვა. უწყე­ბამ უარ­ყო საქ­მეს­თან და­ვით სე­სი­აშ­ვი­ლის კავ­ში­რი.

ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია:

ირაკ­ლი სე­სი­აშ­ვი­ლი თბი­ლის­ში თო­ი­ძის ქუ­ჩა­ზე ორ სახ­ლს ფლობს. რო­გორც დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში აქვს მი­თი­თე­ბუ­ლი, აღ­ნიშ­ნულ ად­გილ­ზე თავ­და­პირ­ვე­ლად შე­ი­ძი­ნა 1637 კვ/მ მიწა, შემ­დეგ კი 2010 წელს ერთი სახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა და­ას­რუ­ლა, რო­მე­ლიც 55 ათა­სი ლარი დაჯ­და, ხოლო 2016-20 წლებ­ში აშენ­და მე­ო­რე სახ­ლი, რო­მე­ლიც ოჯახს 200 000 ლარი და­უჯ­და. (ცნო­ბის­თვის, სე­სი­აშ­ვი­ლის სახ­ლის თე­მას 2018 წელს აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლავ­და მე­დია).

ასე­ვე პო­ლი­ტი­კო­სის სა­ხელ­ზეა 18 000 დო­ლა­რად შე­ძე­ნი­ლი მი­წის ნაკ­ვე­თი სა­გუ­რა­მო­ში. სე­სი­აშ­ვილ­მა მა­მის­გან მი­ი­ღო მემ­კვიდ­რე­ო­ბით მი­წის ნაკ­ვე­თე­ბი ყვა­რელ­სა (7000 კვ.მ) და გრემ­ში (1343). ასე­ვე მა­მის­გან მი­ი­ღო მემ­კვიდ­რე­ო­ბით ბინა თე­ლავ­ში, რო­მე­ლიც შემ­დეგ 55 000 დო­ლა­რად გა­ყი­და. დეკ­ლა­რა­ცი­ის თა­ნახ­მად, მა­მის­გან მემ­კვიდ­რე­ო­ბით აქვს მი­ღე­ბუ­ლი 48 400 ლა­რიც.

რაც შე­ე­ხე­ბა სე­სი­აშ­ვი­ლის ანა­ზღა­უ­რე­ბას, რო­გორც ირ­კვე­ვა, 2021 წლის იან­ვრი­დან მა­ი­სამ­დე, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რო­ბის დროს 18850 ლარი მი­ი­ღო, ხოლო მა­ი­სი­დან 2021 წლის ბო­ლომ­დე, პრე­მი­ე­რის მრჩევ­ლის პო­ზი­ცი­ა­ზე ყოფ­ნი­სას, 36 984 აუ­ნა­ზღა­ურ­და.

რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნეთ სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ვა სე­სი­აშ­ვი­ლის მე­უღ­ლე – თი­ნა­თინ კი­კი­ლაშ­ვი­ლი სს “ბა­თუ­მის­ბულ­ვარ სა­ი­დის” აქ­ცი­ო­ნე­რია, ასე­ვე არის შპს “ტერ­მი­ნალ ლა­ბ­ბერ­სა სა­ქარ­თვე­ლოს” 10%-იანი წი­ლის მფლო­ბე­ლი.

წყარო: ambebi.ge