19 სექტემბერს ქუთაისში +27 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +20 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც წვიმას ვარაუდობენ სინოპტიკოსები, დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება.
იწვიმებს ფოთშიც, სადაც დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც ნალექია მოსალოდნელი. დღისით ტემპერატურა +27 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +19 გრადუსია ნავარაუდევი. +26 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში ნალექიანი დღეა. დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც ნალექიან დღეს ვარაუდობენ სინოპტიკოსები. ჰაერი დღისით +27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაშიც წვიმს. დღისით +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +18 გრადუსი. ახალციხეში წვიმაა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ღამე კი ჰაერის ტემპერატურა +11 გრადუსამდე დაიწევს.
წვიმაა ნავარაუდევი ბორჯომშიც, სადაც დღისით +30, ღამის განმავლობაში კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.
გორში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. +32 გრადუსი იქნება დღისით, ღამის განმავლობაში კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +31 გრადუსი იქნება, ღამით კი +14 გრადუსი.
გუდაურში დღისით +23 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +7 გრადუსი იქნება. ომალოში იწვიმებს, დღისით +23, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში უნალექო დღე იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +34 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია ნავარაუდევი.
გურჯაანშიც უნალექო დღე იქნება. +31 გრადუსი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +32 გრადუსია მოსალოდნელი,ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში ასევე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დღისით +32 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც მზიანი დღე იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +34 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +20 გრადუსია ნავარაუდევი.