სოზარ სუბარი: აშშ-ს მიერ განათლების სფეროში განხორციელებული ინვესტიციის შესახებ მოგვიანებით მივაწვდით ინფორმაციას საზოგადოებას

,,როდესაც, ჩვენ ვთქვით, რომ მოგვიანებით მივაწვდით ინფორმაციას საზოგადოებას, ეს ზუსტად, იმიტომ გავაკეთეთ, რომ ჩვენ გვინდა ეს თემა, ცალკე, განხილვის საგნად ვაქციოთ. რადგან, ეს თემა ცალკე საკითხია,’’ – ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის წევრმა სოზარ სუბარმა ტელეკომპანია ,,იმედის’’ ეთერში დასმულ შეკითხვას, თუ რას გულისხმობდნენ ,,ხალხის ძალის’’ წევრები გამოქვეყნებულ წერილში – ამერიკელების მიერ, განათლების სფეროში ჩადებული ინვესტიციების შესახებ.