არსებული ინფორმაციით, ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალიდან რამდენიმე მძევალი გათავისუფლებულია.
გათავისუფლებულია სავარაუდოდ, 3 მძევალი, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ამასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.
შსს-სს ბოლო ინფორმაციით, „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში მძევლად 12 პირი იმყოფებოდა. შსს-ს განცხადებით, გამოძიება დაწყებულია “საქართველოს ბანკის” ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის, ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე.
შეიარაღებული პირი ბანკში დაახლოებით, 5 საათის წინ შეიჭრა. თავდამსხმელი რუსულ დროშას, ანკესს, ვერტმფრენს და 2 მილიონ დოლარს მოითხოვს.
ადგილზე ჩავიდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური.