საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ მორიგ წერილს აქვეყნებს.
„ხერსონში შეიძლება ჩვენებმა ხარკოვზე ბევრად დიდი მასშტაბის გამარჯვება მოიპოვონ.
ვინაიდან ხარკოვის ოლქისგან განსხვავებით ხერსონის მარჯვენა ნაპირზე უზარმაზარ დაჯგუფებას გასაქცევიც არსად აქვს.
უკრაინელები ამ რეგიონში საშუალო ტემპით, მაგრამ ძალიან მტკიცედ მიიწევენ წინ.
ფრონტზე გამოჩნდნენ ირანული უპილოტოები, რომლებიც პრობლემებს უქმნიან უკრაინელებს.
აღმოსავლეთში ამერიკელებმა სასწრაფოდ დაიწყეს ამ უპილოტოებზე სანადირო დანადგარების გადასროლა და იმედია უკრაინელები მალე შეძლებენ ამ ახალი იარაღის განეიტრალებას.
ალა პუგაჩოვამ პირველად ღიად დაგმო ომი.
რუსეთში ის დიდი ავტორიტეტია და მის სიტყვას უდავოდ აქვს წონა. თანაც მას ვერავინ დაიჭერს და დააშინებს იმდენად დიდი სახელი აქვს (სხვათა შორის მისი ქმარი მაქსიმ გალკინი ოდესაში პირდაპირ უყურებს ჩემი ბინას). კიდევ ერთი საინტერესო ამბავია, რომ ყაზახეთი მიუერთდა დასავლეთის ძირითად სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ ასევე ბოლო 5 დღის განმავლობაში ჩვენებმა ჩამოაგდეს მტრის 8 თვითმფრინავი და რამდენიმე უპილოტო აპარატი, მათ შორის,
რუსეთის საუკეთესო დრონი, რომელიც რუსეთს ძალიან ცოტა აქვს – კარტოგრაფი.
რაც შეეხება დასავლურ სამხედრო დახმარებას, მთელ რიგ პოზიციებში უკრაინელებს პირველად გაუჩნდათ პროპიციტი ე.ი უფრო მეტი მიიღეს ვიდრე სჭირდებათ დღესდღეისობით.
სულ მალე შევა ასევე გერმანული და ამერიკული ანტი-საჰაერო სისტემები.
ამავე დროს, უკრაინა აქტიურად აგრძელებს რუსული იარაღის წართმევას – ბოლო სტროფებს შორის არის საუკეთესო რუსული ტანკები ,,პროსივ” და ყველაზე დახვეწილი თვითმავალი საარტილერიო სისტემები რომლებიც ახლა უკრაინას უფრო მეტი აქვს ვიდრე რუსეთს დარჩა“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.