სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელად – ირაკლი მეძმარიაშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იქნა არჩეული.
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელების თანამდებობები ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძემ “საზოგადოებისთვის მეტი სიმართლის თქმის“ არგუმენტით ფრაქცია “ქართული ოცნებიდან“ გავიდნენ და საპარლამენტო პოსტების დატოვება მოუხდათ.
“ქართულმა ოცნებამ“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარედ – კახი კახიშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელად – ირაკლი მეძმარიაშვილი, ხოლო ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ – ზაზა ლომინაძე წარადგინა.
კომიტეტის თავმჯდომარის არჩევას, პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდება.