ვანო ხეცურიანი სოციალურ ქსელში ვიდეო ჩართვას ავრცელებს, სადაც ჩანს რომ ერთ-ერთი ახალგაზრდა ქალი ცუდად გახდა.
უცნობია რა მოლაპარაკებები მიმდინარეობს თავდამსხმელთან, უცვლელი რჩება მისი მოთხოვნა 2 მილიონი დოლარის შესახებ. ულტიმატუმის დრო უკვე ამოწურულია. ბანკის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილები არიან მძევლების ოჯახის წევრები.
ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ შეიარაღებული პირი ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე “საქართველოს ბანკის” ფილიალში შეიჭრა და დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით რამდენიმე პირი მძევლად აიყვანა. ამ დროისთვის, შენობაში მძევლად რჩება 12 პირი. სამართალდამცველები ყველა საჭირო ღონისძიებას ახორციელებენ მათი სწრაფად და უსაფრთხოდ გათავისუფლებისთვის.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს და მოქალაქეებს, დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და დაემორჩილონ ადგილზე პოლიციელთა მითითებებს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე, 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს.
ბოლო ცნობებით, თავდასხმელი ითხოვს 2 მილიონ დოლარს, რუსეთის დროშას, ვერტმფრენსა და ანკესს.