ჩეჩნეთის მეთაური, რამზან კადიროვი აცხადებს, რომ რუსი მებრძოლები უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ საბრძოლველად „ახალ ტაქტიკაზე“ გადავიდნენ.
“ჩვენ გადავდივართ სპეცოპერაციის ახალ ტაქტიკაზე. აღარ ვაპირებთ მათ შეცვლას. ყველა დეტალი განვიხილეთ ჩეჩნეთის რესპუბლიკის ოპერატიული შტაბის უფროს მაგომედ დაუდოვთან ერთად. მტერს მალე ექნება უმძიმესი შედეგები“, – აცხადებს კადიროვი.