კონსტანტინ კოსაჩოვი: “დასავლეთის აზრი არანაირად აღარ იქნება გათვალისწინებული!”

რუსეთის პრეზიდენტის [დღევანდელი] უმნიშვნელოვანესი მიმართვა ასახავს რუსეთის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას, დაიცვას რუსი ხალხი სპეცოპერაციის ზონაში, ყველა არსებული საშუალებით.

თუმცა, საუბარია არა მხოლოდ მათზე, არამედ მთელი სამშობლოს დაცვაზე – მათგან, ვინც უკვე ღიად დაისახა მიზნად „ჩვენი ქვეყნის დასუსტება, გაყოფა და საბოლოოდ განადგურება“. და, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ეს მიზანი 24 თებერვალს კი არ გაჩნდა, არამედ გაცილებით ადრე.

რუსეთის ლიდერის დღევანდელი სიტყვები არის გაფრთხილება დასავლეთის სახელმწიფოებისთვის და კიევის მარიონეტული რეჟიმისთვის, რომ დროა, შეწყვიტონ საომარი თამაშები ბირთვულ სახელმწიფოსთან. შანტაჟი არ იმუშავებს. დასავლეთის ვითომ შეუმჩნეველმა შეჭრამ კონფლიქტში უკვე განაპირობა ნატოს თანამონაწილეობა კიევის დანაშაულებებში, ახლა კი თავად კონფლიქტში.

ჩვენს წინააღმდეგ იბრძვის კოლექტიური დასავლეთის მთელი საომარი მანქანა. უკრაინელები მოქმედებენ როგორც ერთჯერადი გამოყენების კამიკაძეები, რომლებიც დამოკიდებულნი არიან უცხოურ იარაღზე და იღებენ მას, რათა საკუთარი სიცოცხლის ფასად დახოცონ რუსები, დასავლური ალიანსის ამბიციების გულისთვის  და სრულიად უგულებელყოფენ ბირთვული ზესახელმწიფოს აზრს. ეს უნდა შეწყდეს.

ყველამ, ვინც შეინარჩუნა საღი აზრისა და პასუხისმგებლობის ნარჩენები, უნდა გააცნობიეროს, რომ ახლა საუბარია არა ევროპელების ბინებში ტემპერატურაზე, არამედ ევროპის ყველა ადამიანის უსაფრთხოებაზე. “ეს ბლეფი არ არის” – ითქვა ძალიან მკაფიოდ. დაუფიქრებელსა და აგრესიულ ფსონს ნატოს გაფართოებაზე ნებისმიერ ფასად – ანუ უკრაინელებისა და რუსების სიცოცხლის ფასად – დღეს რუსეთის ხელმძღვანელობამ ლოგიკური პასუხი მოაყოლა.

ვლადიმირ პუტინის გამოსვლის საკვანძო პუნქტი გათავისუფლებულ ტერიტორიებზე მყოფ ხალხზე ზრუნვაა. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დარჩნენ ისინი ჩიხში. გამოკითხვების მიხედვით, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა, დონეცკის სახალხო რესპუბლიკა, ზაპოროჟიეს მხარე და ხერსონის მხარე, ამ რეგიონების მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის სახით, გეგმავენ მონაწილეობა მიიღონ რეფერენდუმში საკუთარი ტერიტორიების რუსეთის ფედერაციასთან შეერთების შესახებ. ეჭვგარეშეა, რომ ეს არის ერთადერთი გზა, რათა დავიცვათ ადამიანები, მოსახლეობა, უკრაინის რეჟიმის სისასტიკისგან, რაც მან უკვე აჩვენა მის კონტროლის ქვეშ მოქცეულ ტერიტორიებზე. მედია და „ადამიანის უფლებების დამცველი“ ორგანიზაციები სირცხვილით ერიდებიან რეპრესიებს მათ მიმართ, ვინც მზად არ არის აღიაროს ნაციონალისტების დიქტატურა მშობლიურ ქვეყანაში. ამ სამყაროში, სადაც დომინირებს დასავლეთი, არიან ისეთებიც, ვისი უფლებებიც შეიძლება დაირღვეს, რომლებიც შეიძლება ეროვნულ საფუძველზე დაუსჯელად მოკლან, ვისაც შეიძლება ეწოდოს “ორკები”, “არამოქალაქეები” – ერთი პატარა ნაბიჯიღაა “ქვეადამიანებამდე”. დიდი ხანია ეს მზადდება უკრაინაში. მაგრამ უკრაინის ნაციფიკაციამ გამოიწვია მისი მფარველების ნაციფიკაცია.

დასავლეთის აზრი აღარ იქნება გათვალისწინებული, თავისუფალ ტერიტორიებზე რეფერენდუმის შედეგების აღიარება ან არაღიარება არის მხოლოდ უნიპოლარული სამყაროს გარდაუვალი აღსასრულით შეშნებული ამერიკელი პოლიტიკოსებისა და მათი მსახურების შინაგანი აზრი. სტოლტენბერგებისა და ბორელის განცხადებები იმავე კალათაში უნდა მოხვდეს, როგორც მათი დაპირებები ნატოს არგაფართოებისა და „თავდაცვითი ხასიათის“ შესახებ.

ხალხი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მათი აზრი, ვინც საკუთარ თავს რუსეთის, რუსების და თუნდაც რუსული კულტურის მტრებს უწოდებდა. ეს მათი არჩევანია, მაგრამ ჩვენ, ისევე როგორც 2014 წელს ყირიმის მაცხოვრებლებს და დღეს უკრაინის გათავისუფლებული ტერიტორიების მცხოვრებლებს, გვაქვს ჩვენი არჩევანის უფლება.

რეფერენდუმის შემდეგ ამ რეგიონში ხალხის დაცვა იქნება არა ჩვენი უფლება, არამედ მოვალეობა. ხალხზე და ტერიტორიებზე თავდასხმა იქნება თავდასხმა რუსეთზე. ყველა შედეგით.

ვისაც ყურები აქვს, დაე ისმინოს. ვისაც ტვინი აქვს, დაე დაფიქრდეს.

 

კონსტანტინ კოსაჩოვი 

-რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრი-