ლიტვა აცხადებს, რომ რუსეთის მიერ სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების გამო, სწრაფი რეაგირების ძალები მზადყოფნაში ჰყავს. ინფორმაციას ლიტვის თავდაცვის მინისტრი არვიდას ანუშაუკსასი Twitter-ზე აცრცელებს.
“იმის გამო, რომ რუსეთის სამხედრო მობილიზაცია ჩვენს საზღვრებთანაც (კალინინგრადის რეგიონი) განხორციელდება, ლიეტუვის სწრაფი რეაგირების ძალები მზადყოფნაშია მოყვანილი, რათა თავიდან ავიცილოთ რუსეთიდან მომდინარე ნებისმიერი პროვოკაცია”, – წერს ანუშაუკსასი.
As Russia's military mobilisation will also take place near our borders, (Kaliningrad region), Lithuania's Rapid Reaction Force is being put on high alert to prevent any provocation from Russia.
— Arvydas Anušauskas (@a_anusauskas) September 21, 2022