ამერიკელ ამომრჩეველთა უმრავლესობა სკოლებში გენდერული იდენტობის სწავლებას ეწინააღმდეგება.
The New York Times-ის მიერ ახლახანს ჩატარებული გამოკითხვის შედეგებმა ცხადყო, რომ ამერიკელი მოსახლეობის უმრავლესობა დაწყებითი სკოლის მოსწავლეებისთვის სექსუალური ორენტაციისა და გენდერული იდენტობის შესახებ მასწავლებლების მხრიდან გარკვეული მითითებების მიცემას ეწინააღმდეგება.
გამოკითხვაში, რომელიც მთელ რიგ სხვადასხვა თემებზე, დაწყებული იარაღის შესახებ არსებული კანონმდებლობით და დასრულებული სამხრეთ საზღვართან შექმნილი კრიზისით, 6-14 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა, აშშ-ში რეგისტრირებულმა 1399 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა.
გამოკითხვის ფარგლებში რესპოდენტებს შემდეგი კითხვა დაუსვეს: „მხარს უჭერთ თუ ეწინააღმდეგებით საჯარო სკოლების დაწყებით კლასებში (1-5 კლასები) გაკვეთილებზე მასწავლებლების მიერ სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის შესახებ გარკვეული მითითებების მიცემას?“
გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ ამერიკელების უმრავლესობა – 58% – აღნიშნულს კატეგორიულად ეწინააღმდეგება, 12%-მა კი განაცხადა, რომ ისინი გარკვეულწილად ეწინააღმდეგებიან ასეთ სწავლებას. შესაბამისად, სკოლებში სექსუალური სწავლების მოწინააღმდეგეთა საერთო პროცენტულმა მაჩვენებელმა 70% შეადგინა.
ამერიკელების 14% აცხადებს, რომ ისინი გარკვეულწილად ეწინააღმდეგებიან მცირეწლოვანი ბავშვებისთვის ასეთი საგნების სწავლებას, 13% კი აღნიშნულს მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს.
ამასთანავე, გამოკითხვამ აჩვენა, რომ პროცენტული მაჩვენებლები პარტიული კუთვნილების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა: რესპუბლიკელების 95% კატეგორიულად ეწინააღმდეგება მცირეწლოვანი ბავშვებისთვის ასეთი საკითხების სწავლებას, იმავე პათოსს იზიარებს პარტიული კუთვნილების არმქონე ამომრჩეველთა 57%, დემოკრატების აზრი კი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ოთხ სხვადასხვა ვარიანტზე თანაბრად გადანაწილდა.
წყარო: alt-info.ge