საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი მთავრობას მიმართავს, რუსეთის მიერ დაგეგმილი ე.წ. რეფერენდუმები დაგმოს და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება დროულად გააკეთოს.
ამ თემაზე პარლამენტის წევრებმა თეონა აქუბარდიამ, ხატია დეკანოიძემ, თამარ კორძაიამ, ხათუნა სამნიძემ, ანა წითლიძემ და ანა ბუჩუკურმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.
“ე.წ. რეფერენდუმები არაერთმა ჩვენმა პარტნიორმა დაგმო, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით ამ დრომდე ოფიციალური თბილისის პოზიცია და შეფასება არ გაკეთებულა.