რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ აშშ რისკავს, გახდეს ომის მონაწილე მხარე. აღნიშნულის შესახებ ლავროვმა Newsweek-თან ინტერვიუში განაცხადა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ნატო-ს და განსაკუთრებით შეერთებული შტატების იარაღი გამოიყენება რუსეთის ტერიტორიის დაბომბვისთვის, რომელიც ესაზღვრება უკრაინას და კლავს იქ მშვიდობიან მოსახლეობას.
„პენტაგონი არ მალავს კიევისთვის სადაზვერვო მონაცემების და დარტყმის სამიზნეების გადაცემის ფაქტს. ჩვენ ვაფიქსირებთ ამერიკელი დაქირავებული მებრძოლების და მრჩევლების ყოფნას ბრძოლის ველზე. შეერთებული შტატები ფაქტობრივად ზღვარზეა, გახდეს კონფლიქტში მონაწილე მხარე“, – განაცხადა ლავროვმა.
მისივე თქმით, აშშ გუშინწინდელი ცხოვრებით ცხოვრობს და არ იღებს იმ ფაქტს, რომ თანამედროვე სამყარო აღარ არის ცენტრით დასავლეთისკენ.
„აშშ და მისი მოკავშირეები მზად არიან, მსხვერპლად შესწირონ უკრაინა თავიანთ გეოპოლიტიკურ მიზნებს. ამ მიზნების მისაღწევად ისინი ქვეყანას ავსებენ იარაღით, რაც იწვევს ესკალაციას და კონფლიქტის გაჭიანურებას. ეს აფერხებს მისი მოგვარების პერსპექტივებს”, – განაცხადა ლავროვმა.
ლავროვმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები არ არის დაინტერესებული უკრაინაში მშვიდობის დამყარებით და ვირტუალურად აუკრძალა უკრაინას შემდგომი დიალოგი რუსეთთან, რის შემდეგაც უკრაინის ხელისუფლება თავს არიდებს მოლაპარაკებების პროცესს.