ენერგეტიკისა და სუფთა ჰაერის კვლევის საერთაშორისო ცენტრი ახალ მონაცემებს აქვეყნებს. სტატისტიკით ირკვევა, რომ უკრაინაში ომის დაწყებიდან 6 თვეში – რუსეთმა ენერგომატარებლების ექსპორტისგან 158 მილიარდი ევროს შემოსავლები მიიღო. რუსული ენერგომატარებლების ყველაზე დიდი იმპორტიორები ევროკავშირი, ჩინეთი, თურქეთი და ინდოეთი იყვნენ. ევროკავშირის წილი კი 54 პროცენტია.
“კვლევა გვიჩვენებს, რომ არათუ შემცირდა, არამედ კატასტროფულად იზრდება რუსეთის შემოსავლები, მათ შორის იზრდება ევროკავშირის ქვეყნების ხარჯზე. რუსული ნავთობი არის შედარებით იაფი სხვა ევროპული და არაბულ ნავთობთან შედარებით, რაც განაპირობებს რუსული ნავთობის მიმზიდველობას. თუ ჩვენ ვიტყვით ამაზე უარს, დაახლოებით 1 ლარით არის რისკი იმისა, რომ გაძვირდეს საქართველოში გაზი. ჩვენ რუსულ გაზზე საერთოდ არ ვართ დამოკიდებული, ჩვენი დამოკიდებულება არის აზერბაიჯანულ გაზთან. შესაბამისად, ჩვენ გაცილებით იაფად ვიღებთ გაზს აზერბაიჯანიდან, ვიდრე ევროკავშირის ბევრი ქვეყნები იღებენ დღეს რუსეთიდან,” – განაცხადა თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ ოთარ ანგურიძემ.