ვუჩიჩი – მსოფლიო ლიდერებს მინდა გკითხოთ, რა განსხვავებაა უკრაინისა და სერბეთის სუვერენიტეტს შორის?

ალექსანდრ ვუჩიჩი – მსოფლიო ლიდერებს მინდა გკითხოთ, რა განსხვავებაა უკრაინისა და სერბეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას შორის?

მსოფლიო ლიდერებს მინდა გკითხოთ, რა განსხვავებაა უკრაინისა და სერბეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას შორის? – ამ კითხვით სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა, გაეროს გენერალურ ანსამბლეაზე,მსოფლიო ლიდერებს მიმართა.

„აქ ბევრმა ისაუბრა აგრესიაზე და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაზე. გაკეთდა განცხადებები, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ეს პირველი კონფლიქტია ევროპის კონტინენტზე. მაგრამ სიმართლე ისაა, რომ სერბეთის ტერიტორიული მთლიანობა უფრო ადრე დაირღვა და ჩვენ სხვა სუვერენული ქვეყანისთვის არ შეგვიტევია. თქვენ არ საუბრობთ ამ თემაზე!

მსოფლიო ლიდერებს მინდა გკითხოთ, რა განსხვავებაა უკრაინისა და სერბეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას შორის? – ამ კითხვაზე რაციონალური პასუხი არ გაქვთ. ჩვენ არ ვიმსახურებდით აგრესიას, რომელიც 1999 წელს მოხდა, თუმცა, ამან ხელი არ შეუშალა ნატოს 19 მდიდარ ქვეყანას, თავს დაესხმოდნენ სერბეთს და შეელახათ ჩვენი სუვერენიტეტი. ასევე, ბევრმა ქვეყანამ ე.წ კოსოვოც აღიარა და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაც.

წყარო: alt-info.ge