საქართველო ყველაფერ საუკეთესოს იმსახურებს, ამაში ვეთანხმები პრემიერს, მაგრამ ამ მთავრობის პირობებში ის ამას ვერ მიაღწევს- ასე შეაფასა პარლამენტის დამოუკიდებელმა წევმა არმაზ ახვლედიანმა პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გაეროში სიტყვით გამოსვლა.
„საქართველო ყველაფერ საუკეთესოს იმსახურებს, ამაში ვეთანხმები პრემიერს, მაგრამ ამ მთავრობის პირობებში ის ამას ვერ მიაღწევს. ეს რიტორიკა, რომ ჩვენ გადაჭარბებით, გეგმაზე ადრე ვასრულებთ მოთხოვნებს, რა საბჭოთა რიტორიკაა. ვისაც გვახსოვს ის პერიოდი, ვხვდებით საიდან მოდის ეს ტერმინოლოგია. თავად ევროპელი კოლეგები, ჩვენი პარტნიორები შესანიშნავად ხვდებიან, ჩვენზე უკეთაც ხვდებიან, რა გაორებასთან გვაქვს საქმე. ისინი ხვდებიან, რომ აქ სიტყვების გარდა პრაქტიკულად არაფერია და ხშირად ეს სიტყვებიც კი ანტიდასავლურია, ამინდის მიხედვით, გააჩნია, რა აწყობთ, დღეს ასე იტყვიან, ხვალ სრულიად საპირისპიროს.
12 პუნქტის შესრულება იცით როგორ ხდება? ძალდატანებით. ოროსანი მოსწავლე რომ მხოლოდ იმიტომ ეცდება, სადღაც ერთი ქულით მეტი მიიღოს, სახლში საყვედური არ უთხრან, ვინმემ არ დასცინოს, ვინმემ ყური არ აუწიოს და ა.შ. ეს კი არ კეთდება გააზრებულად, რომ ეს არის მართლა შენი ინტერესი, შენი ამოცანა, არამედ მოსაჩვენებლად აკეთებენ, რაც ყველაზე დიდი უბედურებაა“, – განაცხადა “პალიტრანიუსის”ეთერში არმაზ ახვლედიანმა.