ისე ხომ თავზე გვაზიან და ახლა პირდაპირ მანქანებით გადაგვივლიან… მოსაფიქრებელია მანქანების დროებითი რეგისტრაციის ფორმა, – ამის შესახებ პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში რუსი მიგრანტების ნაკადთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:
“ჩვენ მხოლოდ რუსეთიდან მოგრანტების პრობლემა კი არა, მათი მანქანებისაც გვაქვს.
სასწრაფოდ მოსაფიქრებელია მათი დროებითი რეგისტრაციის ფორმა შეზღუდული ვადით, რომლის დარღვევის შემთხვევაშიც მოხდება ადმინისტრაციული დევნა.
სხვა შემთხვევაში, ისედაც რთულ სატრანსპორტო ვითარებაში მივიღებთ მრავალათასიან კანონდამრღვევთა არმიას, რომლებსაც ვერც დააჯარიმებ.
ისე ხომ თავზე გვაზიან და ახლა პირდაპირ მანქანებით გადაგვივლიან…” – წერს გია ხუხაშვილი.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განცხადების შემდეგ, როდესაც მან რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, რუსები ქვეყანას მასობრივად ტოვებენ. მათ შორის მკვეთრად არის გაზრდილი რუსი მიგრანტების ნაკადი საქართველოს საზღვრებთანაც.