სტოლტენბერგი რუსეთს „მძიმე შედეგებით“ ემუქრება, მაგრამ არ იცის, რუსეთის ატომურ იარაღს რას დაუპირისპირებს

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთმა იცის „მძიმე შედეგების“ შესახებ, რომლებიც უკრაინაში ატომური იარაღის გამოყენებას მოჰყვება.

 

„მათ იციან, რომ მძიმე შედეგები იქნება. არ განვავრცობ იმაზე, თუ როგორი რეაქცია გვექნება, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სახის მასობრივი განადგურების იარაღი შეიძლება გამოიყენონ.

საქმე იმაშია, რომ ატომური იარაღის ნებისმიერი სახით გამოყენების ალბათობა ჯერ კიდევ დაბალია, მაგრამ პოტენციური შედეგები იმდენად დიდია, რომ ამას სერიოზულად უნდა მივუდგეთ. რიტორიკა, მუქარები, რომლებსაც პრეზიდენტი პუტინი ისევ და ისევ ავრცელებს, ზრდის დაძაბულობას, საშიში და უგუნურია”, – აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.