“პასუხი თუ არ მოგწონთ, დააყენეთ ჩემი იმპიჩმენტის საკითხი, თქვენც დაისვენებთ და მეც” – თეა წულუკიანი

თეა წულუკიანმა ანი წითლიძეს მიმართა – პასუხი თუ არ მოგწონთ, დააყენეთ ჩემი იმპიჩმენტის საკითხი, თქვენც დაისვენებთ და მეც.

პასუხი თუ არ მოგწონთ, დააყენეთ ჩემი იმპიჩმენტის საკითხი, თქვენც დაისვენებთ და მეც, – ასე მიმართა საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას დეპუტატ ანი წითლიძეს.

ანი წითლიძემ მანამდე მინისტრს კითხვა დაუსვა ნიკოსეულ სასახლესა ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით.

– “არ ვიცი, რა გიპასუხოთ. არც ვთვლი საჭიროდ, რაიმე გიპასუხოთ, რადგან მაინც ვერ გაიგებთ, რა გიპასუხეთ. თუ არ მოგწონთ ასეთი პასუხი, დააყენეთ ჩემი იმპიჩმენტის საკითხი. თქვენც დაისვენებთ და მეც” – განაცხადა თეა წულუკიანმა.

წყარო: itv.ge