სტრასბურგის სასამართლომ პარლამენტის შტურმის მცდელობასთან დაკავშირებულ სარჩელზე გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც ცნობილია, გიორგი მაქარაშვილმა, ირაკლი კაჭარავამ და ზურაბ ბერძენიშვილმა საქართველოს წინააღმდეგ სარჩელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეიტანეს. აღნიშნული სარჩელი შეეხებოდა 2019 წლის ნოემბერში პარლამენტის შენობასთან გამართული დემონსტრაციის დროს შეკრების უფლების შეზღუდვასა და მათ დაკავებას.
ტრასბურგის სასამართლოს დასკვნით, გიგა მაქარაშვილსა და ზურაბ ბერძენიშვილს ადმინისტრაციული სასჯელი პატიმრობის სახით შეეფარდათ არა საპროტესტო აქციის ორგანიზებისთვის ან მასში მონაწილეობისთვის, არამედ იმისთვის, რომ მათ გადაკეტეს გზა მაშინ, როცა პოლიცია პარლამენტის შენობისკენ გასასვლელის გახსნას ცდილობდა. გზებისა და ადმინისტრაციული დაწესებულებების ბლოკირება კი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს. შესაბამისად, აღნიშნული ორი მოსარჩელის მიმართ კონვენციის მე-11 მუხლი არ დარღვეულა. სტრასბურგის სასამართლოს თქმით, აღნიშნული პირები პარლამენტამდე გზის გახსნის ბრძანებას რომ დამორჩილებოდნენ, მათი საპროტესტო აქციის გაგრძელებას ხელს არაფერი შეუშლიდა. სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასევე ნათქვამია, რომ სახელმწიფოს უფლება ჰქონდა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ინტერესები მოსარჩელეთა ინტერესებზე მაღლა დაეყენებინა, როცა აღნიშნული პირები პარლამენტის შენობის ბლოკირებისას იქამდე ცდილობდნენ, ვიდრე მთავრობასთან მოლაპარაკებებში პროგრესს არ მიაღწიეს. რაც შეეხება მეორე მოსარჩელეს, კაჭარავას, სტრასბურგის გადაწყვეტილებით, მის მიმართ კონვენციის მე-11 მუხლი დაირღვა. მათი თქმით, ხელისუფლებამ ვერ წარადგინა კაჭარავას გასამართლებისა და მისთვის ოთხდღიანი პატიმრობის შეფარდების აუცილებლობისა და თანაზომიერებების სათანადო მტკიცებულებები.
წყარო: ptn.ge